მიწოდება
შეკვეთის მიღება
დადიანი პროდაქშენი სარგებლობს საკურიერო მომსახურებით, იმისთვის რათა დროულად მოგაწოდოთ შეკვეთა. ტრანსპორტირების დროს ნივთის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დადიანი პროდაქშენის. შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა თავად წაიღოთ შეკვეთა.
თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება 1-დან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგიონებში კი - 2-დან 5 სამუშაო დღის ვადაში, შეკვეთის მიღების სავარაუდო თარიღი შეგიძლიათ იხილოთ შეკვეთის გვერდზე, შეკვეთის განთავსებამდე.
იშვიათ შემთხვევაში დადიანი პროდაქშენს შეიძლება დასჭირდება იმაზე მეტი დრო შეკვეთის ჩასაბარებლად, ვიდრე ეს განსაზღვრულია წინამდებარე წესებით და პირობებით.
მას შემდეგ რაც კურიერი მოვა თქვენს მისამართზე და შეგხვდეთ ნივთის გადმოსაცემად, თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ კოდს, რომელიც უნდა უკარნახოთ კურიერს. ამით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მიღებული პროდუქცია შეესაბამება შეკვეთას და მას არ აქვს ვიზუალური ნაკლი. იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია არ შეესაბამება შეკვეთას ან/და მას აქვს ნაკლი, არ ჩაიბაროთ იგი (არ უკარნახოთ კოდი კურიერს) და დაუყონებლივ დაგვიკავშირდით.
შეკვეთის თქვენს მისამართზე მოტანამდე ან მოტანის პროცესის დაწყებამდე (რის თაობაზეც გეცნობებათ) თქვენ უფლებამოსილი ხართ გააუქმოთ უარი თქვათ შეკვეთაზე და გააუქმოთ იგი.