წესები და პირობები
წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს დადიანი პროდაქშენის მომსახურებით სარგებლობამდე. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით მათ, გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ პლატფორმით.
თქვენი ანგარიში
დადიანი პროდაქშენის მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშის (პროფილი) შექმნა. ანგარიშის გასახსნელად უნდა მიჰყვეთ პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროთ ვერიფიკაცია. გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ თქვენი მონაცემები და მათი ცვლილების შემთხვევაში დროულად განაახლოთ იგი. გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. დადიანი პროდაქშენი უფლებას იტოვებს დამატებით მოგთხოვოთ პლატფორმაზე მითითებული მონაცემების სიზუსტის დადასტურება. თქვენი მონაცემები დამუშავდება დადიანი პროდაქშენის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
დადიანი პროდაქშენზე შესაძლებლობა გაქვთ გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ ანგარიში Google-ს ან Facebook-ის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში თქვენ დამატებით უნდა დაეთანხმოთ Google-სა და Facebook-ის მიერ მითითებულ წესებსა და პირობებს, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
ანგარიშის შექმნამდე დარწმუნდით, რომ აღნიშნულით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, სხვა გამოსაყენებელი სამართალი და მესამე პირთა უფლებები.
ანგარიშის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი ანგარიშით მოქმედებდა მესამე პირი. არ გახადოთ თქვენი ანგარიშის დეტალები ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს თქვენი ანგარიშის დეტალები, დაუყონებლივ შეცვალეთ იგი ან დაგვიკავშირდით.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ არასრულწლოვანი (არ ხართ ჯერ 18 წლის) ზოგიერთი შეკვეთის განსათავსებლად შესაძლოა დაგჭირდეთ მშობლის ან მეურვის ჩართულობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პლატფორმაზე ზოგიერთი პროდუქტის შეძენა დასაშვებია მხოლოდ სრულწლოვანი პირების მიერ.
დადიანი პროდაქშენი იტოვებს უფლებას უარი თქვას თქვენთვის მომსახურების გაწევაზე, წაშალოს თქვენი ანგარიში ან/და გააუქმოს თქვენი შეკვეთა.
შეკვეთა
დადიანი პროდაქშენზე შეკვეთის განთავსება მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ. შეკვეთის გასაკეთებლად უნდა მიჰყვეთ პლატფორმის ინსტრუქციას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევებში დადიანი პროდაქშენი წარმოადგენს შუამავალ პირს მომხმარებელსა და მაღაზიას/მიმწოდებელს შორის. შეკვეთის დამუშავების დროს შესაძლოა აღმოჩნდეს რომ მაღაზიას/მიმწოდებელს არ აქვს თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქცია მარაგში ან არსებობს სხვა გარემოება, რის გამოც თქვენი შეკვეთა უნდა გაუქმდეს. დადიანი პროდაქშენი იტოვებს უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული მიზეზით თქვენი შეკვეთის გაუქმების თაობაზე ნებისმიერ დროს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს.
გადახდის მეთოდები
ექსდადიანი პროდაქშენზე შეკვეთის ღირებულება შეგიძლიათ გადაიხადოთ რამდენიმე გზით:
ბარათით გადახდა - შეკვეთის ღირებულების დაფარვა შეგიძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკების ბარათებით. სურვილისამებრ, შესაძლებლობა გაქვთ დაეთანხმოთ ბარათის დამახსოვრებას და ყოველ შემდგომ შეკვეთაზე გადაიხადოთ უფრო მარტივად.
ანგარიშსწორებით კურიერთან - შეკვეთის ღირებულების დაფარვა შეგიძლიათ შეკვეთის მიღების დროს, კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ბარათით.
Plus და MR ქულებით - შეკვეთის ღირებულების დაფარვა შეგიძლიათ დაგროვებული ქულებით, რომლის კონვერტირებაც ხდება ბანკის მიერ განსაზღვრული წესით.
ბალანსით - შეკვეთის ღირებულების დაფარვა შეგიძლიათ ექდადიანი პროდაქშენის ბალანსით. ბალანსის შევსება ხორციელდება ჩვენს მიერ (როცა თქვენ ერთგულებისთვის ან სხვა მიზეზით გერიცხებათ დამატებითი სარგებელი) ან თქვენს მიერ. ბალანსზე განთავსებული თანხის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ შეკვეთის ღირებულების დასაფარად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დადიანი პროდაქშენი იტოვებს უფლებას უარი გითხრათ ბალანსის განაღდებაზე (მათ შორის, ბალანსზე განთავსებული თანხის უნაღდო გზით გადმორიცხვაზე). თქვენი მოთხოვნით ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში ავტუმატურად ნულდება თქვენი ბალანსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ ანგარიშის გაუქმებას, აღნიშნული მოთხოვნის წარმოდგენამდე რეკომენდირებულია ბალანსის სრულად განულება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბალანსის განულება ხორციელდება ყოველი წლის 28 დეკემბერს, შესაბამისად რეკომენდირებულია ბალანსზე არსებული თანხის სრულად გამოყენება კალენდარული წლის ბოლომდე.
განვადებით - ზოგიერთი შეკვეთის ღირებულების დაფარვა შეგიძლიათ განვადებით. ამისთვის უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციას. თქვენსა და პარტნიორ ბანკს შორის ურთიერთობა რეგულირდება ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
შეკვეთის მიღება
დადიანი პროდაქშენი სარგებლობს საკურიერო მომსახურებით, იმისთვის რათა დროულად მოგაწოდოთ შეკვეთა. ტრანსპორტირების დროს ნივთის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დადიანი პროდაქშენის. შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა თავად წაიღოთ შეკვეთა.
თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება 1-დან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგიონებში კი - 2-დან 5 სამუშაო დღის ვადაში, შეკვეთის მიღების სავარაუდო თარიღი შეგიძლიათ იხილოთ შეკვეთის გვერდზე, შეკვეთის განთავსებამდე.
იშვიათ შემთხვევაში დადიანი პროდაქშენს შეიძლება დასჭირდება იმაზე მეტი დრო შეკვეთის ჩასაბარებლად, ვიდრე ეს განსაზღვრულია წინამდებარე წესებით და პირობებით.
მას შემდეგ რაც კურიერი მოვა თქვენს მისამართზე და შეგხვდეთ ნივთის გადმოსაცემად, თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ კოდს, რომელიც უნდა უკარნახოთ კურიერს. ამით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მიღებული პროდუქცია შეესაბამება შეკვეთას და მას არ აქვს ვიზუალური ნაკლი. იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია არ შეესაბამება შეკვეთას ან/და მას აქვს ნაკლი, არ ჩაიბაროთ იგი (არ უკარნახოთ კოდი კურიერს) და დაუყონებლივ დაგვიკავშირდით.
შეკვეთის თქვენს მისამართზე მოტანამდე ან მოტანის პროცესის დაწყებამდე (რის თაობაზეც გეცნობებათ) თქვენ უფლებამოსილი ხართ გააუქმოთ უარი თქვათ შეკვეთაზე და გააუქმოთ იგი.
აქციები/ფასდაკლებები
დროდადრო დადიანი პროდაქშენზე მოქმედებს აქცია/ფასდაკლება. აქციით/ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
აქციის პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად. გთხოვთ, აქციაში ჩართვამდე დეტალურად გაეცნოთ მის პირობას პლატფორმის საშუალებით. აქციაში ჩართვა ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მას.
პროდუქციის აღწერა
დადიანი პროდაქშენი მაქსიმალურად ცდილობს, რომ თითოეული პროდუქციის აღწერა იყოს ამომწურავი და ზუსტი. მიუხედავად აღნიშნულისა, შესაძლოა იშვიათ შემთხვევაში დაშვებული იქნას ადამიანური ან ტექნიკური შეცდომა ან/და პროდუქციის აღწერილობა არ შეესაბამებოდეს პროდუქციას. ასეთ დროს ერთადერთი რისი გაკეთებაც დადიანი პროდაქშენს შეუძლია არის პროდუქციის დაბრუნება.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება
თქვენ არ უნდა განახორციელოთ ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს პლატოფრმის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. პლატფორმის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის არ არის დაშვებული. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ თქვენი პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.
პლატფორმის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
დადიანი პროდაქშენი არ იძლევა ცხად ან ნაგულისხმევ გარანტიას, რომ პლატფორმა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან/და ყოველთვის იმუშავებს შეფერხების გარეშე. პლატფორმით სარგებლობა მხოლოდ თქვენი პირადი რისკის ქვეშაა, თუ ეს სხვაგვარად არ არის განსაზღვრული წერილობით.
დავა/კანონმდებლობა
თქვენსა და დადიანი პროდაქშენი შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში თქვენ უნდა მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე info@dadianiproduction.ge ან ქ. თბილისი, პეკინის გამზ. 41, მე-3 სართული. პრეტენზიის მიღებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში სს „დადიანი პროდაქშენი“ განიხილავს მას და დაგიბრუნდებათ უკუკავშირით.
ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება იქნება წარუმატებელი, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს (დავის შინაარსის გათვალისწინებით) ან პირდაპირ სასამართლოს.
ცვლილებები/დამატებები
წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად, კომპანიის ინიციატივით ნებისმიერ დროს. ცვლილების თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამავე გვერდის გამოყენებით.
მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის პლატფორმაზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენ პასუხისმგებელი ხართ პერიოდულად ან/და შეკვეთის განთავსებამდე გადაამოწმოთ წესები და პირობები და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ მას. წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ პლატფორმით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ დაეთანხმეთ ცვლილებას.
კონტაქტი
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: დადიანი პროდაქშენი / Dadiani Production -ს facebook მესენჯერის საშუალებით, ელ.ფოსტაზე: info@dadianiproduction.ge ან დაგვირეკოთ ტელეფონზე: 522 22 41 22