დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone522 22 41 22 emailinfo@dadianiproduction.ge

ინჟინერიის კვირეული ზუგდიდის ტექნოპარკში

ზუგდიდის ტექნოპარკმა ინჟინერიის კვირეულს უმასპინძლა, ხუთი დღის განმავლობაში ზუგდიდის და წალენჯიხის 40-ზე მეტ ახალგაზრდას საშუალება ჰქონდა ცოდნა მიეღო სამოქალაქო ინჟინერიის, ელექტრონიკის და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მიმართულებებით.

მონაწილეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემების გადასაწყვეტად საინჟინრო ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციური იდეები წარადგინეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც, რომელსაც ფულადი ჯილდო გადაეცა.  

კვირეული საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაკვეთითა და  USAID/Georgia -ას ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრმა, დადიანი პროდაქშენთან თანამშრომლობით განახორციელა.